UNICEF: 9 მილიონზე მეტი რუსი შიმშილის ზღვარზეა

გაეროს ბავშვთა ფონდის – UNICEF–ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 9 მილიონზე მეტი რუსი ცხოვრობს სურსათის დეფიციტის ან არასწორი კვების პირობებში.

დაახლოებით 400 ათასი რუსი (2018-2020 წლების მონაცემები) ანგარიშის ავტორების მიერ კლასიფიცირდა, როგორც “უკიდურესი მოწყვლადობა”. გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტების თანახმად, ამ კატეგორიაში შედის ის, ვინც სინამდვილეში შიმშილის ზღვარზეა, ფულის სიმცირის გამო ზღუდავს საკვების რაოდენობას ან საერთოდ არ იღებს მას.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, კიდევ 8.7 მილიონი რუსი (მოსახლეობის 6%) მიეკუთვნება ზომიერი მოწყვლადობის ჯგუფს. როგორც წესი, ადამიანთა ამ კატეგორიაში შედიან ის, ვინც იძულებულია დაზოგოს საკვები ან მიიღოს დაბალი ხარისხის პროდუქტი.

 

კომენტარები
იტვირთება...