უნგრეთში, ნიჩბოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ზაზა ნადირაძე ყველაზე კარგი შედეგით გავიდა ნახევარფინალში

გუშინ დასრულდა ერთადგილიანი ბაიდარებით 200 მეტრიან დისტანციაზე საკვალიფიკაციო რბოლები და გაირკვა 32-დან 24 იმ სპორტსმენის ვინაობა, ვინც ნახევარფინალში იასპარეზებს.

თავისი რბოლა მოიგო და ყველაზე უკეთესი შედეგით გავიდა ნახევარფინალში ზაზა ნადირაძე. მის მიერ ნაჩვენები შედეგია 38,63. მომდევნო საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ ყაზახ ტიმურ ხაიდაროვს – 39,00, პორტუგალიელ ჰელდერ სილვას – 39,02, ზაზასთან ერთად რბოლაში მონაწილე ირანელ ადელ მოჯალალიმოგადამს – 39,07, ლიეტუველ ჰენრიკას ზუსტაუსტასს – 39,09.

ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრიან დისტანციაზე ნახევარფინალში მეხუთე საუკეთესო შედეგით გავიდა ბადრი ყაველაშვილი. საუკეთესო მაჩვენებელი კვალიფიკაციაში დიდ ბრიტანელ ლიამ ჰიტს ჰქონდა – 33,71. ბადრი ყაველაშვილის შედეგი 34,36 იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად