უნგრეთში ევროპარლამენტის არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

უნგრეთში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მხარდამჭერმა “ფიდესის” (უნგრეთის სამოქალაქო კავშირი) და “ქდსპ”-ის(ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია) კოალიციამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

წინასწარი მონაცემებით კოალიციამ ამომრჩეველთა ხმების 52,3% მიიღო, მაშინ როდესაც მეორე ადგილზე გასულ დემოკრატიულ კოალიციას ხმა 16,2%-მა მისცა

ევროპარლამენტში უნგრეთს 21 მანდატი აქვს და აქედან 13 კოალიციის – “ფიდესი”+”ქდსპ” წილად მოდის.

უნგრელი ხალხი თვლის, რომ ბრიუსელში ცვლილებებია საჭირო” – განაცხადა პრემიერ-მისტრმა ვიქტორ ორბანმა არჩევნების შედეგების კომენტირებისას.

მან აღნიშნა, რომ პარტია, რომელმაც 13 მანდატი მოიპოვა, ევროპარლამენტში “ითანამშრომლებს ყველა მათგანთან, ვისაც სურს იმიგრაციის შეჩერება”

ამასთან მას არ გაუკეთებია მინიშნება ევროპარლამენტში უკიდურესად მემარჯვენე ძალების ლიდერებთან გაერთიანების შესაძლებლობაზე, ისეთებთან როგორიც იტალიელი მატეო სალვინია.

ჩვენ ვაჩვენეთ დღეს, რომ უნგრეთი ერტძიანია და ამიტომ ძლიერია,- ამბობს ვიქტორ ორბანი.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...