უნგრეთს, შესაძლოა ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას

ევროპარლამენტში მოითხოვენ, რომ უნგრეთს ევროკავშირის დემოკრატიული ფასეულობების „უხეში დარღვევისთვის“ ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას. ამის შესახებ რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული,-ინფორმაციას Укринформ-ი ავრცელებს 

როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, ევროპარლამენტი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე კორუფციის დონე, საჯარო ფინანსების გაუმჭირვალობა, ისევე, როგორც სახსრების არასწორი ხარჯვა, ევროკავშირის ფინანსური რესურსებს დააზარალებს. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს შესაძლოა ხელშეკრულების მე -2 მუხლს არღვევდეს.

ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, მათ შორის ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას.
აღნიშნულ საკითხზე დებატები სამშაბათს, 11 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ხუთშაბათს, 12 სექტემბერს- კენჭისყრა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისარმა საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების საკითხებში გიუნტერ ეტინგერმა განაცხადა, რომ უნგრეთის, იტალიის, პოლონეთისა და რუმინეთის ხელისუფლებას ევროკავშირის განადგურება სურს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად