უნგრეთს, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მოგზაურებისთვის ახალი შეზღუდვები შემოაქვს

15 ივლისიდან უნგრეთმა შემოიღო ახალი შეზღუდვები ტრანსსასაზღვრო მოგზაურობაზე, რისი მიზეზიც რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გახდა. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ვებსაიტზე.

უნგრეთის ყველა მოქალაქემ, რომელიც ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან ბრუნდება, ანუ “ყვითელი” და “წითელი” ზონებიდან, უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება საზღვარზე და შემდეგ გაიაროს კარანტინი.

იგივე ეხება ყვითელი ზონიდან ჩასულ უცხოელებს. “წითელი” ზონის ქვეყნებიდან უცხოელთა შესვლა კი ქვეყანაში აიკრძალება.

“წითელი ზონის” კატეგორიაში შედის ბალკანეთის ქვეყნები, ხოლო “ყვითელი ზონის” ქვეყნებად მიჩნეულია უკრაინა, სერბეთი და რუმინეთი.

ზონები განისაზღვრება კორონავირუსის გავრცელების რისკის ხარისხის მიხედვით, წითელი – ყველაზე საშიშია, მწვანე – პოტენციურად არ არის საშიში.

ამავდროულად, სატვირთო გადაზიდვებში ჩართული მძღოლები, სატრანზიტო მგზავრები, აგრეთვე მივლინებით ჩასულები, თავისუფლდებიან შეზღუდვებისგან. ანგარიშში ნათქვამია, რომ მათ შესაძლაო მხოლოდ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად