უნგრეთმა, შესაძლოა, გაერო-ს მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება დატოვოს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ, შესაძლოა გაერო-ს მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მისი თქმით, მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება "მშვიდობისთვის საფრთხეს წარმოადგენს". მან ასევე დასძინა, რომ დოკუმენტი უნგრეთის უსაფრთხოების ინტერესებს არ აკმაყოფილებს.
როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, უნგრეთი ამ დოკუმენტს ეწინააღმდეგება.

ევროკავშირმა 2015 წელს 28 წევრ ქვეყანაში 160 ათასი მიგრანტის სავალდებულო კვოტებით განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

2015  წლის 1 სექტემბერს უნგრეთმა დასავლეთით მოძრავ მატარებლებში მიგრანტების შეშვება შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება უნგრეთის მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ავსტრიამ და გერმანიამ უნგრეთი დასავლეთის მიმართულებით მიგრანტების უსისტემო ტრანსპორტირებაში დაადანაშაულა. გერმანია, ავსტრია და საფრანგეთი ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების თანაბარ გადანაწილებას ითხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად