უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

უნგრეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს მანამდე არ დაუჭერს, სანამ კიევი ეროვნული უმცირესობების მიმართ პოლიტიკას არ შეცვლის,-ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე გავრცელდა. 

მისი თქმით, უნგრეთის ხელისუფლებას უკრაინის პოლიტიკაში ანტი-უნგრული ტენდენციები აღიზიანებს და უკრაინელებისგან საკუთარ ხალხს დაიცავს, სანამ კიევი მათ გარანტიებს არ მისცემს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნაციონალიზმი და ექსტრემიზმი დაუშვებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება სურს.
5 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე დაყრდნობით, ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილს. "ჩვენ ვადასტურებთ, რომ უკრაინელმა ხალხმა ნათლად გადაწყვიტა მათი მომავალი – ევროპის ქვეყნების წრეში", – წერდა ის Twitter- ზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად