უნგრეთის პრემიერმა, ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთის მიმართ პრიმიტიული უწოდა

რუმინეთში, სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთქმედების შესახებ ისაუბრა. მან ბრიუსელის ამჟამინდელ პოლიტიკას პრიმიტიული უწოდა და ამ პოლიტიკის გადახედვის ინიციატივით გამოვიდა.

ორბანმა თავისი გამოსვლა იმით ახსნა, რომ ევროკავშირის რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს, ვინაიდან რუსეთის ქმედებების, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო უფრთხის, როგორიც არის პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნულის პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, აგრეთვე დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რუსულ საფრთხეებს ვერ ხედავენ. აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალს ორბანი იმაში ხედავს, რომ პოლონეთისთვის და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, ხოლო ევროკავშირის დანარჩენ წევრ ქვეყნებს, რუსეთთან ნორმალური ვაჭრობის საშუალება მიეცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად