A1 ბანერი

უნგრეთის პრემიერი: რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ ზეწოლას ვეწინააღმდეგები

უნგრეთს სურს “ისეთივე ნეიტრალური იყოს, როგორც ავსტრია”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ამერიკელ დიპლომატებს განუცხადა. ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal- ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროს თანახმად, ვიქტორ ორბანს სურს, რომ უნგრეთი ნატო-ში დარჩეს და ალიანსში გაწევრიანების უპირატესობებით ისარგებლოს, მაგრამ ის კატეგორიულად აპროტესტებს აშშ-ს ზეწოლას მოსკოვისა და პეკინის წინააღმდეგ.

წყაროების მიხედვით, უნგრეთის პრემიერმინისტრმა შესაბამისი პოზიცია ბუდაპეშტში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე გააჟღერა.

“ამ თვალსაზრისით, დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაჭრობა გვსურს”, – განაცხადა უნგრეთის ოფიციალურმა პირმა.

როგორც მან დასძინა, ბუდაპეშტი აპროტესტებს იმას, როდესაც აშშ ცდილობს “ასწავლოს” მას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩინეთთან ურთიერთობებში.

შეერთებული შტატების წარმომადგენლების განცხადებით, ვიქტორ ორბანი მხარს არ უჭერდა თავდაცვის შესახებ ერთ-ერთ შეთანხმებას, რომელიც უნგრეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ტექნიკის გავლას ითვალისწინებდა.

ივლისის ბოლოს, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართ ევროკავშირის ამჟამინდელი პოლიტიკა პრიმიტიულია.

მან განმარტა, რომ ევროკავშირი რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წევრი, მათ შორის პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, შიშობენ, რომ მისი ქმედებები სახიფათოა.

ვიქტორ ორბანის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის უნგრეთი და ჩეხეთი, რუსეთის მხრიდან საფრთხეს ვერ ხედავენ.

ამიტომ, უნგრეთის პრემიერმა განმარტა, რომ პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები და სხვა წევრ ქვეყნებს უნდა მიეცეთ საშუალება, რუსეთთან ნორმალურად ვაჭრობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...