უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს: უნგრელი ხალხის შანტაჟის უფლებას არ მოგცემთ

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა, ევროპარლამენტის მოსმენაზე, სადაც ბუდაპეშტთან დაკავშირებით ზომების მიღების შესახებ მოწოდება განიხილება, განაცხადა, რომ მიგრაციის მომხრე ძალებს არ მისცემს უნგრეთის შანტაჟის უფლებას.

"ვიცი, რომ ჩემი გამოსვლა არ შეცვლის თქვენს მოსაზრებას, თქვენ ეს მოსაზრება უკვე შეადგინეთ და ხმას მისცემთ იმ დოკუმენტს, რომელსაც უმრავლესობა უჭერს მხარს. მაგრამ მე მაინც თქვენ წინაშე ვდგავარ და ვიცავ ჩემს ქვეყანას, რადგან უნგრეთის განსჯა გინდათ, იმ ქვეყნის, რომელიც იბრძოდა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის", – აცხადებს ორბანი.

მისი თქმით, განსახილველად შეტანილი დოკუმენტი – ეს უნგრეთის მისამართით უპატივცემულობაა.

"ისეთი პოზიცია გიჭირავთ, თითქოს იცოდეთ და თქვენ წყვეტდეთ, თუ რა არის უკეთესი უნგრელი ხალხისთვის. ეს დოკუმენტი ხალხმა შეადგინა, რომლებიც კარგად ვერ ერკვევა. ამ დოკუმენტში კი 37 სერიოზული ფაქტობრივი შეცდომა არის დაშვებული.

არ ვეთანხმები იმას, რომ პრომიგრაციული ძალები ჩვენ გვემუქრებოდნენ და გვაშანტაჟებდნენ. უნგრეთი დაიცავს საკუთარ საზღვრებს არალეგალი მიგრანტებისგან", – აღნიშნავს ორბანი.

ივლისის თვეში, ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოს, უნგრეთთან დაკავშირებით მიმართა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უნგრეთი არ მისდევდა ევროპულ კანონმდებლობას მიგრანტებისთვის თავშესაფრის გამოყოფის საკითხებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად