უნგრეთის პოლიციამ გემის კაპიტანი დააკავა, რომელიც მდინარე დუნაიზე ნავს შეეჯახა

უნგრეთის ეროვნულმა პოლიციამ საკრუიზო გემის კაპიტანი დააკავა, რომელიც ადრე ბუდაპეშტის ცენტრში მდინარე დუნაიზე ტურისტულ ნავს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული პოლიციის ვებგვერდზე გავრცელდა.

სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებული უკრაინის მოქალაქეა ოდესიდან. მისი სახელია იური და ის 64 წლისაა.
გვარი მითითებული არ არის. პოლიცია მის დაუდევრობას ეჭვქვეშ აყენებს, რამაც ადამიანების გარდაცვალება გამოიწვია. ამჟამად, მამაკაცი პატიმრობაში იმყოფება.

29 მაისს, ბუდაპეშტში, დუნაიზე, პარლამენტის შენობასთან, დუნაიზე, დაღამებულზე, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, ტრაგედია დატრიალდა.

27 მეტრის სიგრძის, კატარღა “რუსალკა”, რომელზე 33 კორეელი ტურისტი და ორი ეკიპაჟის წევრი უნგრელი იმყოფებოდა, ხიდთან ახლოს მეორე, სასტუმრო “ვიკინგის” კუთვნილ კატარღასთან შეჯახების შედეგად გადაბრუნდა და ჩაიძირა.

ამ დროისთვის 7 ადამიანია დაღუპული, 21-ის ძებნა კი კვლავ გრძელდება. აღნიშნავენ, რომ დუნაიში წყლის ტემპერატურა 10-12 გრადუსის ფარგლებშია და ასეთ პირობებში ამდენი ხნის განმავლობაში ყოფნის შემდეგ დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის შანსები უაღრესად მცირეა.

ვიდეოზე ჩანს, რომ ხიდთან მიახლოებული “რუსალკა” ოდნავ იცვლის კურსს და მასთან ოდნავ უკან და გვერდით მცურავი მეორე, უფრო დიდი კატარღა, მას ეჯახება.

ჩაძირული კატარღა, ავარიის ადგილიდან ერთი კმ-ის დაშორებით, შეჯახებიდან დაახლოებით 3 სთ-ის შემდეგ ნახეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად