უნგრეთი ჯანდაცვის მუშაკებისთვის სავალდებულო ბუსტერ-ვაქცინაციას დანერგავს

უნგრეთი ჯანდაცვის სფეროს ყველა მუშაკისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრას სავალდებულოს გახდის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, შაბათიდან უმეტეს დახურულ ზონაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება.

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის, გერგელი გულიაშის განცხადებით, კორონავირუსისგან დაცვა მხოლოდ ვაქცინას შეუძლია, რადგან ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

”მთავრობის რეკომენდაციაა, ვაქცინის დამატებითი დოზა ყველამ მიიღოს. აცრა მეორე დოზის მიღებიდან ოთხი თვის შემდეგ არის შესაძლებელი”, – განაცხადა გულიაშმა.

უნგრეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 10,767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მარტის ბოლოდან ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი გახდა.

ამასთან, უნგრეთში პრაქტიკულად არ არსებობდა საკარანტინო შეზღუდვები, ხოლო COVID-ის ვაქცინაციის დონე საშუალოზე დაბალია.

ქვეყნის ხელისუფლება უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღებას გეგმავს. ესაა: საჯარო ღონისძიებების აკრძალვა, რესტორნებში, თეატრებსა და კინოთეატრებში COVID-ვაქცინაციის სერტიფიკატით.

კომენტარები
იტვირთება...