UNDP-მა ფოთში ტურისტული და სპორტული თევზჭერის ინფრატსრუქტურა მოაწყო

ფოთში, ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის “ საკონფერენციო დარბაზში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – ფაზა 2“-ის ფარგლებში რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე 2020 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფინანსებული საგრანტო პროექტები განიხილეს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მარტოწყალას ტბაზე, სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საჩრდილობლები, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრები, პირსი. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.

პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და პროექტში ჩართულ სხვა პირებთან ერთად ესწრებოდნენ.

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში რეგიონში 6 პროექტი ხორციელდება: ფოთში მარტოწყალას ტბაზე სპორტული თევზჭერის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზუგდიდში ეთნოცენტრის მოწყობა, სენაკში – თოკების პარკი, ამჟამად ხორციელდება მარტვილის აგრობაზრობის პროექტი, მოხდება აბაშაში სოფელ ქოლობანში სავაჭრო სივრცის მოწყობა, მესტიაში კი მოეწყობა კლდეზე ცოცვის ატრაქცია.

დღესვე გაფორმდა ხელშეკრულება სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორსა და გაეროს განვითარების პროგრამებს ხელმძღვანელს შორის. რის შემდეგაც დაათვალიერეს მარტოწყალას ტბაზე განხორციელებული პროექტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...