“უნდა დაიწყოს დიალოგი, მოსკოვთან, აფხაზებთან და ოსებთან“ – “პატრიოტთა ალიანსის” აქცია ბათუმში

„ჩვენ გვინდა მშვიდობა“, “უნდა დაიწყოს პირადიპირი დიალოგი, სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან“,„გასამართლდეს ბოკერია-სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი“ -ამ ტრანსფარანტებით “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები ბათუმში ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები საქართველოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ და გამოსავალს რუსეთთან მოლაპარაკებებში ხედავენ:

“ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი მოსკოვთან, უნდა დავიწყოთ საუბარი აფხაზებთან და ოსებთან, როდემდე უნდა ვიყოთ ასე, ვის ველოდებით. ჩვენ დავკარგეთ, ჩვენ დავზარალდით“ – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ადა მარშანიამ.

ბათუმში, ევროპის მოედანზე პარტიის ლიდერები თარხან მოურავი და ირმა ინაშვილიც იმყოფებიან. ისინი სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ოპოზიციურმა პარტიამ საპროტესტო აციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სამარშუტო ტაქსებით ჩამოიყვანა.

მათი ტრანსპორტი ამ დროისთვის ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...