უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიელები დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ

დღეს, სამხრეთ პირინეებში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ელიტ დივიზიონის ნახევარფინალებში ერთმანეთს ინგლისი-საფრანგეთი და საქართველო-იტალია (ალბი, საფრანგეთი) დაუპირისპირდნენ.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიელები შუთ-აუთებით(ჯარიმებით) 5:4 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.

მატჩის ძირითადი დრო 6:6 დასრულდა. ჩვენს მორაგბეებს თამაში ძლიერი წვიმის ქვეშ მოუწიათ, თუმცა ფინალის საგზური მაინც მოიპოვეს.

ფინალში ჩვენი მორაგბეები მასპინძელ საფრანგეთს, რომლებმაც ნახევარფინალში ინგლისი დაამარცხეს, 4 აპრილს დაუპირისპირდებიან. მატჩი ჩვენი დროით 19 საათზე გაიმართება.

 
 
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად