უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაელი თანატოლები 46:12 დაამარცხეს

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის პირველ მატჩში, უმცროსი ბორჯღალოსნები ურუგვაელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა და ანგარიშიც გამანადგურებელი გამოდგა.

საბოლოო ჯამში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაელები 46:12 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ა ჯგუფში ურუგვაის გარდა ფიჯის და მასპინძელ, პორტუგალიის თანატოლთა ნაკრები გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის (ყოფილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი) საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.

იხილეთ ტურნირის სრული განრიგი.

16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ.

20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ.

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი 20:00 სთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად