უმცროსი ბორჯღალოსნების 4 ლელო პორველ ტაიმში – საქართველო : კანადა 24:7

მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფის ფინალში საქართველოს ნაკრებს კანადა უპირისპირდება.

მატჩის პირველი ტაიმი ახალგაზრდა ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 24:7 დასრულდა.

ჩვენმა მორაგბეებმა პირველ ტაიმში 4 ლელოს დადება მოახერხეს. 1 ლელოს დადება მოახერხა კანადის ნაკრებმა.

ქართველი მორაგბეებიდან ლელოები გაიტანეს: თორნიკე ზოიძემ, გიორგი მელიქიძემ, გიორგი კვესელაძემ და მიხეილ ბაბუნაშვილმა. რევაზ ჯინჭველაშვილმა კი ორი გარდასახვა ზუსად შეასრულა და საქართველოს ნაკრებს დამატებით 4 ქულა შესძინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად