უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ

დღეს, არგენტინაში, უმცროსი ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ჩაებნენ.

პირველ შეხვედრაში მათი მეტოქე უმცროს ასაკის რაგბისტთა შორის ყველაზე ტიტულოვანი ახალი ზელანდია იყო. ამ უკანასკნელებს 2008 წლიდან დღემდე 6-ჯერ, მათ შორის 2017 წელს საქართველოში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, აქვთ მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. უმცროსი ბორჯღალოსნების საუკეთესო შედეგი ჩემპიონატში ოთხგზის მონაწილეობის შემდეგ კი შარშანდელი მე-9 ადგილია.

ჩვენი გუნდი ამ ტურნირში ზედიზედ მეოთხე წელია თამაშობს და შარშან სამი თამაშის მოგებით, ოცწლამდელთა ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა – მე-9 ადგილი.

დღევანდელ შეხვედრაში საჯარიმო დარტყმით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გახსნეს ანგარიში (თედო აბჟანდაძე), მაგრამ ახალი ზელანდია მალე დაწინაურდა – 12:3. თედო აბჟანდაძემ კვლავ გაიტანა საჯარიმი, რასაც ახალი ზელანდიის პასუხი მუყვა და ტაიმი მათ 19:6 მოიგეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე ვახტანგ ჯინჭარაძემ ლელო დადო, თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 19:13 გახდა ზელანდიელთა სასარგებლოდ. ამის შემდეგ, მატჩის დასასრულამდე, უმცროს ბორჯღალოსანთა თავდადებული თამაშის მიუხედავად, მხოლოდ ახალი ზელანდია მიითვლიდა ქულებს და საბოლოოდ მათ ანგარიშით 45:13 გაიმარჯვეს

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა:

ხაზი | ბექები:
15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ზურა ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. გივი ცინცაძე (არმაზი), 11. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება | ფორვარდები:
1. ნიკაღვალაძე (გრენობლი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 4. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 5. ლუკა გელაშვილი (არმია), 6. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. ბექა ყორიაული (ლელო).

მარქაფა:
16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 19. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 20. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლაშა ლომიძე (აია), 24. ირაკლი სიმსივე (აია), 25. ოთარ ლაშხი (ლელო), 26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

მთავარი მწვრთნელი:ილია მაისურაძე
მწვრთნელები:ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

8 ივნისს ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას, ხოლო 12 ივნისს შოტლანდიას ეთამაშებიან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად