უმსხვილესი ავიაკომპანიები რუსეთის მიმართულებით ფრენებს ამცირებენ

ერთი კვირის შემდეგ, ფრენების ზამთრის გრაფიკზე გადასვლასთან ერთად, გერმანული ავიაკომპანია ლუფთანზა, მოსკოვის აეროპორტებში (ვნუკოვო, სამარა და დაბა ნოვგოროდი) ფრენებს გააუქმებს, – აღნიშნულის შესახებ ბლუმბერგი წერს.

რეზულტატის შედეგად, გერმანულ ავიაკომპანიას, რუსეთის მიმართულებით 63 რეისი დარჩება, ხოლო 4 წლის წინ, ლუფთანზას რეისების რაოდენობა რუსეთის მიმართულებით 153-ს შეადგენდა. ავიაკომპანია იფრენს მხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგში, როდესაც 2011 წელს, ცხრა რუსულ ქალაქში ახორციელებდა ფრენებს.

ჯამში, ლუფთანზა კვირაში 15 რეისს აუქმებს, რაც კომპანიის რეისების საერთო რაოდენობის 25 პროცენტს შეადგენს. ავიაკომპანიის ავსტრიული ფილიალიც ამცირებს რუსეთის მიმართულებით ფრენებს და მხოლოდ მოსკოვისა და კრასნოდარის რეისებს ტოვებს. შვეიცარიული ფილიალი კი ციურიხი-პეტერბურგის მიმართულებით ფრენების სიხშირეს შეამცირებს, – წერს ბლუმბერგი.

ავიაკომპანია SAS-ი, მომავალი წლის მარტიდან კოპენჰაგენი-მოსკოვის მიმართულებით შეამცირებს ფრენებს. ბლუმბერგის ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია British Airways-იც შემაცირებს ფრენებს მოსკოვის მიმართულებით და კვირაში ხუთ ფრენას განახორციელებს მხოლოდ Boeing 747-ით და Boeing 777-ით.

სექტემბერში ბრიტანულმა ლოუკოსტერმა EasyJet-მა, თავისი ერთადერთი ფრენა ლონდონი-მოსკოვის მიმართულებით გააუქმა. 15 ოქტომბერს გერმანულმა დისქაუნთერმა Air Berlin-მაც განაცხადა ავიაფრენების შემცირების შესახებ დიუსელდორფი-მოსკოვის, ბერლინი-მოსკოვისა და ბერლინი-კალინინგრადის მიმართულებით.

ესპანურმა ავიაკომპანია Vueling-მა ამ ზაფხულს გაზარდა ფრენების რაოდენობა და ბარსელონა-პეტერბურგის მიმართულებით დანიშნა რეისები. გასულ კვირას კი, ჩეხურმა გადამზიდმა ავიაკომპანია Czech Airlines-მა, ზამთარში რეისების გაზრდის შესახებ განაცხადა პეტერბურგის, ეკატერინბურგის, პოსტოვისა და სამარის მიმართულებით, ვინაიდან რუსულ ბაზარზე "სტაბილიზაციისა და კონსოლიდაციის ნიშნებს ხედავს", – აღნიშნავს ბლუმბერგი.

რუსული ავიაკომპანია "გამარჯვება" ("Победа"), რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა რეისებს ახორციელებს, რუსული ანალიტიკური სერვისი BCS Financial Group-ის ინფორმაციის მიხედვით, ბილეთების გაყიდვის გაფართოებას გეგმავს საერთაშორისო მიმართულებებით, მას შემდეგ, რაც რეგულატორმა მას საზღვარგარეთ ფრენის უფლება მისცა, – წერს ბლუმბერგი.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორების ასოციაციის (АЭВТ) პრეზიდენტის, ვლადიმერ ტასუნის განცხადების მიხედვით, რუსული ავიაკომპანიები მიმდინარე წლის მეოთხე კავრტალს 15-20 მილიარდი რუბლის დანაკარგით დაასრულებენ. მისი მოსაზრებით, რუსული ავაიაგადამზიდების წლიური დანაკარგი 25-30 მილიარდ რუბლს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად