უმრავლესობა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სთხოვს, ზუგდიდში საარჩევნო პროცესის პრევენცია მოახდინონ

“ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ აპირებენ დიდი რაოდენობით ადამიანის მობილიზებას ზუგდიდში, რაც საარჩევნო პერიოდში შესაძლოა, სერიოზული დაძაბულობის საგანი გახდეს.” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ამომრჩეველს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა არ მიეცეს.

თამარ ჩუგოშვილი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში მოახდინონ პრევენციული მექანიზმების ამოქმედება.

“განსაკუთრებული დაძაბულობაა მოსალოდნელი, თუ ეს ადამიანები საარჩევნო უბნებთან განლაგდებიან, ასეთ დროს რთული იქნება დაძაბულობის თავიდან აცილება. ჩვენ ვთხოვთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამას და მოახდინონ პრევენცია თუ შესაძლებელია. შესაძლოა, ამან ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას ხელი შეუშალოს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...