უმაღლესში მოსახვედრად აბიტურიენტებს 3 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

მომავალ წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები 3 სავალდებულო საგანს ჩააბარებენ: ქართული ენა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში და მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამაზე.

ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე აბიტურიენტი მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარულზე ისტორიას ჩააბარებენ. ამასთან, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას – ისტორიას ან მათემატიკას. უმაღლესებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მეოთხე არჩევითი საგანი თავად დააწესონ.

გამონაკლისს წარმოადგენს ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც აბიტურიენტებს 4 საგნის ჩაბარება მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...