უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ არასრულწლოვანზე სექსუალურად მოძალადეს მსხვერპლზე დაქორწინება ურჩია

არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი პირისადმი ინდოეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთავაზებამ. მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო.

ინდოეთის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის შარად არვიდ ბობდეს ხელმძღვანელობით არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ადვოკატის თხოვნა განიხილა.

ადვოკატი სასამართლოს თხოვდა, რომ მისი კლიენტის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპატიმრო ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება, შემდგომში გაუქმებული ბომბეის ზემდგომი სასამართლოს მიერ, კვლავ აღედგინა.

უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე შარად არვიდ ბობდემ, რომელიც სხვა ორ მოსამართლესთან ერთად კოლეგიაზე ძალადობაში ეჭვმიტანილის ადვოკატის სარჩელს განიხილავდა, მამაკაცს ჰკითხა, იყო თუ არა ის მზად დაქორწინებულიყო მის მიერ არაერთგზის გაუპატიურებულ ქალზე.

ეჭვმიტანილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოიქცეოდა კოლეგიის მოთხოვნის შესაბამისად და მიჰყვებოდა მის ინსტრუქციას.

„ჩვენ არ გაძალებთ, თუ გსურთ, თავად გვითხარით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შემდეგ იტყვით, რომ ჩვენ გაძალებთ”, – მიმართა შარად ბობდემ ადვოკატს და მის კლიენტს.

მცირე ხნის შესვენების შემდეგ მოსმენა განახლდა და ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტს თავდაპირველად ჰქონდა განზრახვა დაქორწინებულიყო, მაგრამ ქალმა უარი განუცხადა მას.

„მე ვერ შევძლებ მასზე დავქორწინდე, რადგან უკვე სხვა ქალი მყავს ცოლად”, – განუცხადა კოლეგიას მახარაშტრის სახელმწიფო ელექრტოკომპანიის ტექნიკოსმა, 23 წლის მოხიშ სუბხატ ჩავანმა.

ჩავანის ადვოკატმა კოლეგიას სთხოვა გაეთვალისწინებინა, რომ მახარაშტრის შტატში არსებული კანონის თანახმად, სახელმწიფო მოხელის 48 საათის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნა, სამსახურს მოხელის დათხოვნის უფლებას აძლევს.

სასამართლო კოლეგიამ მოხიშ სუბხატ ჩავანის მიმარტ საპატიმრო ღონისძიება 4 კვირით გადაავადა და განუცხადა მას და მის ადვოკატს, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ ისინი ისევ შეძლებდნენ ახალი გირაოს შეტანას.

ქალი, რომელმაც მოხიშ სუბხატ ჩავანის დასჯის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, ამტკიცებს, რომ ის 16 წლის იყო, როდესაც მოხიშმა პირველად გააუპატიურა. მისი თქმით, მოხიში მას ნათესავად ეკუთვნის და მათ სახლში ხშირად დადიოდა. ერთხელ, როდესაც სახლში ოჯახის სხვა წევრები არ იყვნენ, მოხიში უკანა კარიდან შეიპარა მასთან, ძალა იხმარა მასზე და დაემუქრა, რომ თუ მოხდარის შესახებ განაცხადებდა, მას მჟავას შეასხამდა სახეში, ძმას კი მოუკლავდა.

ქალი ამტკიცებს, რომ მოხიში ამის შემდეგაც დადიოდა მასთან სახლში და ძალადობდა, მას კი ეშინოდა მისი და ვერ ამხელდა. გარკვეული ხნის შემდეგ, ქალი დედასთან ერთად პოლიციაში მივიდა და ძალადობის შესახებ განაცხადა, მაგრამ მოხიშის დედამ დაარწმუნა ისინი, არ ეჩივლათ და როგორც კი ქალი 18 წლის გახდებოდა, მისი შვილი მასზე დაქორწინდებოდა

მოხიშის ძალადობის მსხვერპლის ახლობლების თქმით, მოხიშის ოჯახმა ისარგებლა მეცხრეკლასელი გოგონას დედის გაუნათლებლობით, მას რაღაც  ქაღალდზე მოაწერინა ხელი და პოლიციამ მოხიშის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა, მან კი პირობა დაარღვია და ქალი, რომელზედაც ძალადობდა, ცოლად აღარ შეირთო.

„აიპრესის” მიერ ინტერნეტით მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შარად არვიდ ბობდე 2019 წლის 18 ნოემბერს გახდა ინდოეთის რესპუბლიკის უმაღლესი მოსამართლე და ამ პოსტზე 2021 წლის 23 აპრილამდე, საპენსიო ანუ 65 წლის ასაკის მიღწევამდე დარჩება. მისი გათავისუფლების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს, თუმცა მას ამისთვის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა 2/3-ის თანხმობა ესაჭიროება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...