უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონის პროექტის დოკუმენტის განხილვის პროცედურები იწყება

უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონის პროექტისა და ბიუჯეტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს 26-ე სხდომაზე მიიღეს.  

 კომიტეტებს მთავარი საფინანსო კანონისა და მისი თანმდევი დოკუმენტის განხილვის ვადად -17 , წამყვან კომიტეტს კი -19 ნოემბერი განესაზღვრათ.

        ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტები ანალოგიურ ვადაში განიხილავენ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვასაც. 

      დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ბიუროს სხდომაზე საფინანსოსაბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად