Ხულოში, სოფელ კალოთაში ხისგან აშენებული სკოლის შენობა დაიწვა

Ხულოში, სოფელ კალოთაში სკოლოს ერთსართულიანი შენობა დაიწვა. Ადგილობრივების თქმით, სკოლის შენობა ხისგან იყო აშენებული.

სოფლის სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობს. Ხანძრის ჩაქრობას, ადგილობრივების თქმით, 3 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. Მათივე ნაამბობით, არსებობდა ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროებაც, თუმცა მოსახლეობის ჩარევით, სახლები დაწვას გადაურჩა. Ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...