უკვე მეორედ, ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს ხობთან ქვები დაუშინეს

ზუგდიდი- თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაყავდა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში ქვები დაუშინეს და მინები ჩაუმსხვრიეს.

როგორც ავტოსატრანსპორტო გაერთიანება “გლობუსის” წარმომადგენელი აცხადებს, სოფელთან დახვდნენ სპეციალურად რომ მგზავრები დაეშინებინათ და მინები ჩაამსხვრიეს. ამის შემდეგ აღნიშნული პირები იმავე სოფელში ავარიაში მოყვნენ რა დროსა მათი დაკავება მოხდა.

ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა იმავე კომპანიის კუთვნილ ავტობუსზე 9 ივლისსაც მოხდა. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად