პენსილვანიის სასამართლომ დააკმაყოფილა ტრამპის სარჩელი დათვლილი ბიულეტენების ნაწილის გაუქმების შესახებ

პენსილვანიის სასამართლომ დააკამყოფილა ტრამპის გუნდის მიერ შეტანილი სარჩელი დათვლილი ბიულეტენების ნაწილის გაუქმების შესახებ

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდი ფოსტით გაგზავნილი იმ ბიულეტენების გაუქმება ითხოვდა, რომელთა დამოწმების ვადა 9 ნოემბრამდე იყო და პენსილვანიის შტატის სახელმწიფო მდივან ქეთრინ ბოკვარის ბრძანებით გაგრძელდა 12 ნოემბრამდე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ქეთრინ ბოკვარს არ გააჩნდა არჩევნებამდე ორი დღით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

ამ მომენტისთვის უცნობია, ბიულეტენების რა რაოდენობა გაუქმდება პენსილვანიის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად.

პენსილვანიის შტატის კანონებით ამომრჩეველს უფლება აქვს არჩევნებიდან ექვსი დღის განმავლობაში მოაგვაროს პირადობის მოწმობის წარდგენასთან დაკავშირებული პრობლემა. მას შემდეგ რაც პენსილვანიის უმაღლესმა სასამართლომ ფოსტით ბიულეტენების მიღების დროს სამი დღით გაახანგრძლივა, ქეთრინ ბოკვარმა პირადობის მოწმობის წარდგენის ვადა გაზარდა 9-დან 12 ნოემბრამდე. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ ქეთრინ ბოკვარს არჩევნებამდე ორი დღით ადრე ასეთი გადაწყვეტილების უფლებამოსილება არ გააჩნდა.

ამ დროისთვის პენსილვანიაში ბაიდენს 3394707 ხმა აქვს, ტრამპს – 3340282, ხოლო ჯო ჯორგენსენს 78326. ცხადია, უცნობია, უკვე დათვლილი ბიულეტენების რა რაოდენობა გაუქმდება და რომელი კანდიდატი რამდენ ხმას დაკარგავს.

პენსილვანიას საარჩევნო კოლეგიაში 20 ხმა აქვს და ამ შტატში არჩევნების მოგება კანდიდატს მთლიანად ქვეყანაში არჩევნების მოგების შანს აძლევს.

პენსილვანიის გარდა ჯერჯერობით არ ითვლება დასრულებულად ხმების დათვლის პროცედურა ნევადაში (6 ხმა), არიზონაში (11 ხმა), ჩრდილოეთ კაროლინაში (15 ხმა), ხმების გადათვლის შესახებ გადაწყვეტილებაა გამოტანილი ჯორჯიაში (16 ხმა) და ტრამპის გუნდი ცდილობს მიაღწიოს ვისკონსინში (10 ხმა) და მიჩიგანში (16 ხმა) დათვლილი ხმების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას.

ამ შტატებში მიღებული ხმების დათვლის შედეგად ამ მომენტში ასეთი მდგომარეობაა

ნევადა (6 ხმა)
ბაიდენი – 671 995
ტრამპი – 635 089

არიზონა (11 ხმა)
ბაიდენი – 1 666 122
ტრამპი – 1 654 732

ნევადასა და არიზონაში ბიულეტენების უმნიშვნელო რაოდენობაა დარჩენილი და ტრამპს პრაქტიკულად არ აქვს გამარჯვების შანსი

ჩრდილოეთ კაროლინა (15 ხმა)
ტრამპი – 2 737 897
ბაიდენი – 2 664 540

ჩრდილო კაროლინაში ტრამპის ამჟამინდელი უპირატესობა შტატში გამარჯვებისთვის სავსებით საკმარისადაა მიჩნეულია

ჯორჯია (16 ხმა)
ბაიდენი – 2 471 917
ტრამპი – 2 457 846

შტატის გუბერნატორის გადაწყვეტილებით ბიულეტენებს თავიდან გადაითვლიან და შედეგები 20 ნოემბრისთვის გახდება ცნობილი.

პენსილვანია (20 ხმა)
ბაიდენი – 3 394 707
ტრამპი – 3 340 282

მიჩიგანი (16 ხმა)
ბაიდენი – 2 790 648
ტრამპი – 2 644 525

ვისკონსინი (10 ხმა)
ბაიდენი – 1 630 570
ტრამპი – 1 610 530

უცნობი რჩება, შეძლებს თუ არა ტრამპი და მისი გუნდი დაარწმუნოს სასამართლო და გამოატანინოს გადაწყვეტილება ვისკონსინსა და მიჩიგანში შედეგების გადახედვის შესახებ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად