უკრაინული მედია: სააკაშვილი, ვიცე-პრემიერის ნაცვლად, სხვა თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქამდე თანახმა იყო, რომ გამხდარიყო უკრაინის ვიცე-პრემიერი რეფორმების საკითხებში, სხვა თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ “112 უკრაინა”, ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერზე დავიდ არახამიაზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, სააკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს მის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით და ახალი ფორმატი მოიფიქრეს.

“ეს ახალი თანამდებობაა, ამას ვერ გეტყვით, ვინაიდან, ეს პრეზიდენტის ინიციატივაა, დაე ინტრიგად დარჩეს”, – განაცხადა არახამიამ.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის შემოთავაზებას, გამხდარიყო ქვეყნის ვიცე-პრემიერი რეფორმების საკითხებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად