უკრაინული მედია მომავალ კვირას ტრამპსა და პოროშენკოს შორის შეხვედრას აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მომავალ კვირას ვაშინგტონში თავის ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპს შეხვდება,-ინფორმაციას ტელეკომპანია "112 უკრაინა“ ავრცელებს.

ტელეარხის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაავრცელებს.

პარალელურად, გამოცემა Европейская правда დიპლომატ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კიევმა და ვაშინგტონმა ტრამპსა და პოროშენკოს შეხვედრის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც გამოცემის წყარო აცხადებს, მოსალოდნელია, რომ ტრამპი და პოროშენკო ერთმანეთს 19 ივნისს შეხვდებიან. თავად, პოროშენკომ ჯერ კიდევ იანვარში გამოცემა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თებერვალში თავის ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...