უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალბატონს ჩაარტყა და ხელი მოტეხა

უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესაში, „კრაიანის საქმის“ სასამართლო პროცესის შემდეგ ასაკოვან ქალბატონს ჩაარტყა, რის გამოც ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ხელის მოტეხილობა დაუდგინეს.

აღნიშნული სასამართლო პროცესი, როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბოლო წლების ერთ-ერთი ხმაურიანი საქმეა. სასამართლო განაჩენის შედეგად, ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს ყველა ბრალდება მოხსნეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნული სასამართლო პროცესის პიკეტირების მიზნით მივიდა თავის მხარდამჭერებთან ერთად. მათ არეულობის მოწყობა სცადეს. შეხლა-შემოხლის დროს კი, როგორც იქაური მედია იუწყება, მიხეილ სააკაშვილმა ქალბატონს ჩაარტყა და ხელი მოტეხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...