უკრაინული მედია “112 უკრაინა”-ს შენობაში ყუმბარის სროლის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

გამოცემა “Strana.ua” ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ ესროლეს ყუმბარა ტელეარხ “112 უკრაინა” -ს შენობას. ვიდეო YouTube- ის არხზე გავრცელდა.

ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. კადრებში ჩანს, რომ ყუმბარის სროლის შემდეგ ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა, შემდეგ კი იქვე არსებულ უკრაინის დროშას ცეცხლი გაუჩნდა.

12 ივლისს, კიევში, ტელეკომპანია “112 უკრაინას” შენობას ყუმბარა ესროლეს. კიევის ეროვნული პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველებმა მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.

ადგილობრივი დროით, 03:40 საათზე პოლიციამ მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ  შეჩენკოს რაიონში აფეთქების ხმა გაიგო. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები, კინოლოგები, საპატრულო ეკიპაჟები, ასევე საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფები გამოცხადდნენ.

გამოკვლევის დროს მათ ყუმბარმტყორცნი აღმოაჩინეს, რომელიც ექსპერტიზაზე გადაგზავნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქალაქში თავდამსხმელის დასაკავებლად პოლიცია სპეციალურ ოპერაციას ატარებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით (ტერორისტული აქტი) დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...