“უკრაინული ხმის” გამარჯვებული მოძღვარი გახდა (ვიდეო)

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე კლიმენკო "უკრაინული ხმის“ გამარჯვებული გახდა.

მოძღვარმა სმს-ებით გაიმარჯვა. 
ფინალში მამა ალექსანდრემ უკრაინელი მომღერლის ნიკოლაი მოზგავოის სიმღერა „დედობრივი სიყვარული“ შეასრულა. 

გამარჯვებულს ჯილდოდ კიევში ბინა გადაეცა, ასევე მიიღო კლიპის გადაღების უფლება.  გამარჯვებული 
სიმღერა კი სამი თვის მანძილზე იტრიალებს უკრაინულ რადიოსადგურებში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად