უკრაინული ბოინგის ჩამოგდების გამო, ზელენსკიმ ირანს 5 მოთხოვნა წაუყენა

უკრაინა ირანისგან მოითხოვს, რომ სრულად აღიაროს დანაშაული, რაც უკრაინული ბოინგის ჩამოგდებას ეხება. ამის შესახებ იგი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე წერს.

მან აგრეთვე ჩამოაყალიბა კიევის 5 მოთხოვნა თეირანისადმი:

  • პირველი არის ის, რომ ირანმა უნდა განახორციელოს სრული და ღია გამოძიება მომხდართან დაკავშირებით;
  • გამოვლენილი დამნაშავეები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში;
  • ირანმა, დაღუპული უკრაინელების ცხედრები დაუბრუნოს უკრაინას;
  • გადაიხადოს კომპენსაციები;

და მეხუთე ის, რომ ირანმა, დიპლომატიური არხების მეშვეობით ოფიციალურად უნდა მოიხადოს ბოდიში.

„სიმართლის დადგენის მიზნით, ჩვენს 45 სპეციალისტს, მომხდართან დაკავშირებულ დეტალებზე სრული წვდომა უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ირანმა, უკრაინული სამგზავრო ბოინგის ავიაკატასტროფის მიზეზი აღიარა. ქვეყნის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანელმა სამხედროებმა ეს უნებლიედ გააკეთეს, ვინაიდან მათ, უკრაინული სამგზავრო ავიალაინერი მტრის თვითმფრინავს მიამსგავსეს და ცეცხლი გაუხსნეს. ლიდერის თქმით, ირანის მხრიდან ეს უპატიებელი შეცდომა და უდიდესი ტრაგედიაა.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც თეირანიდან კიევში მიფრინავდა, 8 იანვარს, ღამით, აფრენიდან 8 წუთში ჩამოვარდა. 176-ვე ადამიანი, რომელიც თვითმფრინავში იმყოფებოდა, დაიღუპა, მათ შორის ეკიპაჟის 9 წევრი. მგზავრებს შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, კანადის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად