უკრაინულ ბოინგზე ინფორმაციის დაფარვის გამო, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტებმა სამსახური დატოვეს

ირანის სახელმწიფო ტელევიზია (IRIB) მინიმუმ ორმა ჟურნალისტმა დატოვა, ხოლო კიდევ ერთმა, რომელმაც სამსახური მანამდე დატოვა, განაცხადა, რომ ხელისუფლების სახელით იგი ხალხს 13 წლის განმავლობაში ატყუებდა.

ირანელი ჟურნალისტების ასოციაციამ თეირანში განაცხადა, რომ ქეყანაში საზოგადოებრივი ნდობის დასამარება მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო აზიანებს ირანული მედიის რეპუტაციას.

ირანელი ჟურნალისტების ასოციაციამ კი განაცხადა:

„ცრუ ინფორმაციების გამოქვეყნებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია საზოგადოებრივ ნდობაზე და საზოგადოებრივ აზრზე. სიტუაცია ძალიან გამწვავდა. როდესაც ჩვენ ჩვენ თავებსვე ვატყუებთ, ეს უფრო ხმამაღალი ტყუილი არის ხოლმე. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტებიც აღიარებენ, რომ მათ მიმართ ნდობა შებღალულია“.

როგორც ჩანს, ბევრი ირანული გაზეთი ბრაზობს, ვინაიდან ხვდებიან, რომ მათი მკითხველები უკვე საერთაშორისო მედიის კითხვაზე გადავიდნენ, რათა გაეგოთ სიმართლე უკრაინული ბოინგის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ირანს, მედიის თავისუფლების ინდექსში 170-ე ადგილს მიაკუთვნებენ, რეიტინგში კი სულ 180 ქვეყანაა. მასში ნათქვამია, რომ ირანის შემთხვევაში, მედიაზე სახელმწიფო კონტროლო და გავლენა არ სუსტდება და რომ 1979 წლიდან მოყოლებული, მინიმუმ 860 ჟურნალისტი არის დაკავებული, ან სიკვდილით დასჯილი.

Twitter-ზე რაიმეს გამოქვეყნებისას, სოციალური ავტორიტეტები ხშირად არიან იმ ფაქტის წინაშე, რომ მათი მოსაზრებების გავრცელება ირანში იბლოკება.

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, იქაური გაზეთები მაინც ახერხებენ ხელისუფლების შეცდომების შესახებ დებატების გამართვას, მათ შორის ისეთ თემებზე როგორიც, მაგალითად არის ნოემბერში საწვავის ფასის მომატება და საცხოვრებელი ფართის საფასურის ზრდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად