უკრაინის ელჩმა საქართველოში, გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას ასამბლეა დატოვა

ინფორმაციას ამის შესახებ “აიპრესის” ჟურნალისტი ასამბლეიდან გვაწვდის.

უკრაინს ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, ასამბლეა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც კი დაასრულა რუსმა დეპუტამა სიტყვა, იგორ დოლგოვი ასამბლეაზე დაბრუნდა.

ცნობისთვის, თბილისი პირველად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას მასპინძლობს.

რიგით 26-ე ასამბლეა დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზეიმო მიღებით გაიხსნება.

ღონისძიებაში 24 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ორგანიზაციის მიზანი, ქრისტიანული ფასეულობების პოპულარიზაცია, რელიგიური ექსტრემიზმის შემცირება და ადამიანის უფლებების განმტკიცებაა.

საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია არ მიიღებს, რისი მიზეზიც ასამბლეის სხდომაში რუსეთის წარმომადგენლის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობაა, რომელიც ამავდროულად ასამბლეის პრეზიდენტია.

ოპოზიციის მტკიცებით, გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.

მმართველი გუნდში მიაჩნიათ, რომ რუსულ აგრესიაზე სასაუბროდ საქართველომ ყველა არსებული პლატფორმა უნდა გამოიყენოს. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე გენერალური ასამბლეა 21 ივნისს დაიხურება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად