უკრაინის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა, დონბასში რუსული პასპორტების გაცემა შეაჩეროს

უკრაინის ხელისუფლება თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებთა მიმართ ეროვნული სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. მიზეზი პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ დანილიუკმა განაცხადა. ინფორმაციას “ინტერფაქს-უკრაინა” ავრცელებს.

„ამ პროცესის შესაჩერებლად უფრო კონკრეტული ზომები უნდა მივიღოთ ან პროცესი უფრო უნდა გართულდეს“- განაცხადა დანილიუკმა პარტია „ხალხის მსახური“ საარჩევნო შტაბში.

მისი შეფასებით, დონბასის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მინსკის შეთანხმებებს არღვევს და ეს რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

24 აპრილს, კრემლის ვებგვერდზე განთავსდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთი რაიონების მცხოვრებთათვის რუსეთის პასპორტების გამარტივებული წესით გაცემის შესახებ.

აღნიშნულის შემდეგ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების გავრცელებისთვის სანქციები უნდა გააფართოვოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...