უკრაინის ცესკო-მ უმაღლესი რადას არჩევნების შედეგები აღიარა

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ტატიანა სლიპაჩუკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის რადას რიგგარეშე არჩევნები შედგა.

“მივესალმები ახალ რეალობას: საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა”, – განაცხადა მან.

ტატიანა სლიპაჩუკმა ასევე დასძინა, რომ არ არსებობს გარემოებები და ფაქტები, რომლებიც არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებს.
უკრაინაში რიგგარეშე არჩევნები 21 ივლისს შედგა. ხმების 50.01% -ის დათვლის შემდეგ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტია “ხალხის მსახური” ლიდერობს. პარტიული სიების მიხედვით, მან ხმების 42.45% მიიღო. მას მოჰყვება “ოპოზიციის პლატფორმა – სიცოცხლისთვის” – 12.88% ხმით, მესამე ადგილი უკავია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობის” პარტიას, მას 8.64% აქვს. გარდა ამისა, იულია ტიმოშენკოს პარტია “ბატკვიშინას” ამომრჩეველთა ხმების 8.01% აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...