უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მოსამართლემ აღკვეთის ყველანაირი ღონისძიებისგან გაათავისუფლა სააკაშვილი. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად