უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის პარტიამ 0,4% მიიღო

უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
ეგზიტპოლის მონაცემების თანახმად რადაში 5 პარტია შედის:

1. ვოლოდომირ ზელენსკის “ხალხის მსახური” – 42,7%
2. პრორუსული “ოპოზიციური პლატფორმა” – 12,9%
3. პეტრო პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობა” – 8,8%
4. იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინა” – 8,5%
5. როკვარსკვლავ სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია “ხმა” – 6,5%

მიხეილ სააკაშვილის პარტიამ “ახალი ძალების მოძრაობა” 0,4% მიიღო.

20 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მან საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, მხარი ვლადიმირ ზელენსკის პარტიას “ხალხის მსახური” დაუჭირონ.

სააკაშვილმა განმარტა, რომ უკრაინის ცესკო-მ დიდი ხნის განმავლობაში არ დაარეგისტრირა მისი პარტია, დაუბლოკა თავისი ანგარიშები და, შესაბამისად, ბევრმა ამომრჩეველმა არც კი იცის, რომ “ახალი ძალების მოძრაობა” საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავის პარტიებს “კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რეალური მგლები” უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად