უკრაინის სამხედრო პროკურატურამ “ილოვაისკის ქვაბში” დანაკარგები გაასაჯაროვა

უკრაინის სამხედრო პროკურატურის განცხადებით, "ილოვაისკის ქვაბში" უკრაინის შეიარაღებული ძალების 366 მებრძოლი დაიღუპა, დაიჭრა 428, ტყვედ ჩავარდა 128 და დაკარგულად ითვლება 158 მებრძოლი. 

როგორც Interfax.ru უკრაინის სამხედრო პროკურორის, ანატოლი მატიოსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ილოვაისკის სამხედრო ოპერაციისას უკრაინის მატერიალურმა ზარალმა 289,3 მილიონ გრივნას გადააჭარბა.

2014 წლის აგვისტოში, უკრაინელი ძალოვნები დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკთან სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერების ალყაში მოექცნენ. მოგვიანებით გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად ცოცხლად გადარჩენილ უკრაინელ მებრძოლებს ალყიდან გასვლის შესაძლებლობა მიეცათ.

ლუგანსკისა და დონეცკელი სეპარატისტების განცხადებით, ანატოლი მატიოსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები რეალობას არ შეესაბამება. როგორც სეპარატისტები ამტკიცებენ მარტო დაღუპულების სახით უკრაინამ „ილოვაისკის ქვაბში“ ათასზე მეტი მებრძოლი დაკარგა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად