უკრაინის საკითხზე შექმნილმა საკონტაქტო ჯგუფმა “შტაინმაერის ფორმულას” ხელი მოაწერა

უკრაინის საკითხზე შექმნილმა საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა “შტაინმაერის ფორმულის” შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

”დოკუმენტს ხელი მოაწერა”, -განაცხადა წყარომ, თუმცა დეტალები არ ხმაურდება.

”შტაინმაიერის ფორმულის” შესახებ ინიციატივა 2016 წლის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და გერმანიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა წამოაყენა. იგი დონბასისთვის სპეციალური სტატუსის უზრუნველყოფის მექანიზმს განსაზღვრავს, ასევე შესაძლო ამნისტიას და არჩევნების ჩატარებას არაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე, რომლებიც კიევის მიერ არ კონტროლდება.

ფორმულის თანახმად, არჩევნების დღეს, დროებით, ძალაში შევა კანონი მათი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. ხოლო ეუთო-ს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას ადასტურებს, კანონი ძალაში  მუდმივად შევა.

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 30 ათასზე მეტი ადამიანი, ასობიოთ ათასი ადგილობრივი მოსახლე იძულებული გახდა სახლ0კარი დაეტოვებინა. კიევი საომარ მოქმედებებში მონაწილეობაში რუსეთს ადანაშაულებს, თუმცა მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

მხარეები კონფლიქტის მოგვარებას ხელშეკრულებით ცდილობენ, რომელიც მინსკში გაფორმდა. მეორე ხელშეკრულებაზე 2015 წლის 11-12 თებერვალს, მინსკში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები  პრობლემის მოგვარებას “ნორმანდიულ ფორმატში” მოლაპარაკებების გზით ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად