უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე იარაღის უკანონოდ გადაცემის მცდელობები შემცირდა

წლის დასაწყისიდან ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე იარაღის უკანონოდ გადაცემის მცდელობები მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ბელარუსის საზღვართან თითქმის 40 ერთეული იარაღი აღმოაჩინეს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ით ნაკლებია.
დაზუსტებულია, რომ ბელარუსიდან უკრაინაში 20 ერთეული იარაღის შემოტანას შეეცადნენ.
უწყების ცნობით, აღმოჩენილ იარაღებს შორის მხოლოდ ერთია ცეცხლსასროლი, დანარჩენ 39-ს შორისაა – სანადირო, გაზი, პნევმატური, ცივი და ელექტროშოკის იარაღი. ამჟამად, ბელარუსთან ყველა საგუშაგო ნორმალურად მუშაობს.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი იძულებული გახდა, უკრაინასთან საზღვარი ჩაეკეტა, რის მიზეზადაც მან იარაღის გავრცელების რისკი დაასახელა.

“ჩვენ იძულებული გავხდით ჩვენი ახლო ადამიანებისთვის სრულად ჩაგვეკეტა საზღვარი. სრულად. იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ჩრდილოატლანტიკურ ბლოკთან, რომელიც ჩვენ ყოველთვის, უძველესი დროიდან მოყოლებული ნომერ პირველ მტრად მიგვაჩნდა”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მირებული ზომები გადაკვშირებულია იარაღის გავრცელებასთან.

“იარაღის გავრცელებამ იფეთქა. და იქ, სადაც იარაღი ჩვეულებრივ ადამიანებს უჭირავთ, განსაკუთრებით კი… ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანებს – ტერორიზმს უნდა ელოდო”, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად