უკრაინის საგარეო ვალმა 127 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

უკრაინის საგარეო ვალი 126 მილიარდიდან 127,53 მილიარდ დოლარამდე გაიზადა.

lenta.ru-ს ინფორმაციით, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ უკრაინამ რუსეთის 3 მილიარდიანი დავალების გადახდაზე მორატორიუმი გამოაცხადა. რუსული პრესის ინფორმაციით, თუ უკრაინა 20 დეკემბრამდე დავალიანებას არ გაისტუმრებს რუსეთი სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

რუსეთის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, სერგეი სტორჩაკის განცხადებით, უკრაინას ამ პროცესში გამარჯვების შანსი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...