უკრაინის საგარეო უწყება პუტინის ანექსირებულ ყირიმში ვიზიტის გამო, პროტესტს გამოთქვამს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 10 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ანექსირებულ ტერიტორიებზე – ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში მორიგ ვიზიტთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

”ეს მოგზაურობა, ისევე როგორც რუსეთის ოფიციალური პირების ყველა წინა ვიზიტი უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

როგორც უწყება მიიჩნევს, რუსული მხარე და მედია ცდილობს, ასეთ ფაქტების ინტერპრეტაცია მოახდინოს, როგორც “ჩვეულებრივი” საშინაო ვიზიტი.
„რუსი მაღალჩინოსნების ვოიაჟს არ შეუძლია შეცვალოს უკრაინის კონსტიტუციითა და კანონებით განსაზღვრული ამ ტერიტორიების სტატუსი, თუმცა კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებული პრინციპებისა და ნორმების უგულებელყოფას, ”- აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად