უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო პუტინის ყირიმში ჩასვლას აპროტესტებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და კრემლს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და პრემიერმინისტრის დიმიტრი მედვედევის ყირიმში ვიზიტის განმარტება სთხოვა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს,  2015 წლის 17 აგვისტოს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, უკრაინასთან შეუთანხმებელი ვიზიტის გამო.

შესაბამისი საპროტესტო ნოტა ეგზავნება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითხოვთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერმინისტრის დიმიტრი მედვედევის და ხელისუფლების სხვა ოფიციალური პირების დემონსტრატიული უპატივცემულობის მიზეზის განმარტებას.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნით ადრე, საკუთარი აღშფოთება ვლადიმერ პუტინის ყირიმში ჩასვლის გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ ოფიციალურ განცხადებაში გამოხატა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...