უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დეგრადირდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ Европейской правдa-სთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის “დეგრადაციის” შესახებ ისაუბრა.

როგორც დიპლომატმა განაცხადა, ამის მაგალითია რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება და რუსეთის “დიდი რვიანის” ფორმატში შესაძლო აღდგენა. მან ასევე გაიხსენა, რომ ყირიმელი ჟურნალისტი ეუთო-ს შეხვედრაზე მიიწვიეს.

“ეს ყველაფერი ჩავარდნებია, დიდი სანქციების მექანიზმის დანაწილება. ეს ყველაფერი სანქციების დეგრადაციაა. ჩვენ გვეშინია, როდესაც ისინი გვეუბნებიან: ”მაშ? ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სანქციებს. ბოლო რაუნდამდე კიდევ ექვსი თვე დარჩა.

ჩვენ ვამბობთ: შესაძლებელია კიდევ ერთხელ დაადასტუროთ, მაგრამ იდეოლოგიურად, სანქციები დეგრადირდება”,- განმარტა პრისტაიკომ.

დიპლომატმა “ნორმანდიული ფორმატის” შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინამ ამგვარი მოლაპარაკებისთვის ორი პირობა დააყენა – “შტაინმაერის ფორმულის” ტექსტი, რომელიც დონბასისთვის სპეციალური სტატუსის შემოღებას არეგულირებს და კონფლიქტის ზონიდან ჯარის გაყვანაც აუცილებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად