უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატო-ში გაწევრიანებისთვის მუშაობას ვაგრძელებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, კიევი ნატო-ში გაწევრიანებისთვის მუშაობას გააგრძელებს, მაგრამ კონკრეტულ ვადას ვერ განსაზღვრავს. ამის შესახებ მან Европейской правдa-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფო ნატოში გაწევრიანებისთვის  “პირდაპირ” მიიწევს.

მინისტრის განმარტებით, უკრაინა ალიანსში მაშინ გაწევრიანდება, როდესაც ხელისუფლება საკმარის რეფორმებს განახორციელებს.

ვადიმ პრისტაიკო დარწმუნებულია, რომ უკრაინას ყველა უფლება აქვს, ბლოკში წევრობის უფლება მოითხოვოს, რადგან ის ”ევროპული, დემოკრატიული ქვეყანაა” და ”გრძნობს, რომ მზად არის საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს”.

11 სექტემბერს, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევი ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად