უკრაინის საარჩევნო კომისიამ სააკაშვილის პარტიის კანდიდატებს რეგისტრაციაზე უარი უთხრა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სააკაშვილის პარტიის – “ახალი ძალების მოძრაობა” – სიაში შეყვანილ უკრაინის სახალხო დეპუტატობის კანდიდატებს რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

კანდიდატები პარტიას დასახელებული ჰყავდა, როგორც საერთო-სახელმწიფო მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში, ასევე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში.

ცენტრალურ სარჩევნო კომისაში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ კომისიამ უარი უთხრა რეგისტრაციაზე პაველ სერგის ძე ბოგომაზოვს (მიხელ სააკაშვილის ადვოკატი – “აიპრესი”), რომელსაც სურდა ყიფილიყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სათათბირო ხმის უფლებით

კომისია მიიჩნევს, რომ საკაშვილის პარტიის ყრილობა, რომელის 10 ივნისს ჩაატარეს, შედგა პარტიის წესდების მოთხოვნების დარღვევით.

ამასთან ერთად ცენტრალური სარჩევნო კომისია აპირებს, გადასცეს შესამოწმებლად პოლიციას “ახალი ძალების მოძრაობის” პარტიის საბჭოს სხდომის დადგენილების ასლი და პროტოკოლის ასლი, და აგრეთვე რიგგარეშე ყრილობის პროტოკოლის ასლი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილებამდე კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საკაშვილის უკრაინაში 5 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ცხოვრების ფაქტი, რითაც მას მიეცა მონაწილეობის უფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 21 ივლისს გაიმართება.

თავის “ფეისბუქ” გვერდზე მიხეილ სააკაშვილი PRAVDA.COM.UA-ს ლინკს, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, აზიარებს და წერს:

“სერიოზულად? თავდაპირველად ჩვენ დიდხანს არ გვატარებდა ბანკი, რომლის ხელმძღვანელობასაც პოროშენკო აკონტროლებს, ახლა კი ჩვენ გვხსნის მის მიერვე დანიშნული ცენტრალური საარჩევნო კომისია”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...