უკრაინის რადაში, ომბუდსმენ დენისოვას საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

უკრაინის უმაღლეს რადაში ობმუდსმენ ლიუდმილა დენისოვას საქმიანობის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სურთ

უკრაინული პრესა ობმუდსმენ ლიუდმილა დენისოვას საქმიანობის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ მოთხოვნით უმაღლესი რადაში დარეგისტრირებული დადგენილების პროექტის შესახებ წერს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად ობმუდსმენის საქმიანობაში დარღვევების გამოვლენა შესაძლოა დენისოვას თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს, – წერს უკრაინული პრესა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის” დეპუტატ მაქსიმ დირდინის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისია დენისოვას მიერ ფიცის დარღვევის შესაძლო ფაქტების შეისწავლის ომბუდსმენის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლის არსებობის შესახებ დასკვნას მოამზადებს.

კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით წერილში აღნიშნულია, რომ სადეპუტატო ფრაქციების და ჯგუფების ხელმძღვანელებმა მოქალაქე დმიტრო კაჩურასგან 6 განცხადება მიიღეს დენისოვას გათავისუფლების მოთხოვნით. გათავისუფლების საფუძვლად კაჩურა ასახელებს ქალაქ კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლოს რიგ სასამართლო დადგენილებებს. მოსამართლეებმა უკანონოდ მიიჩნიეს ობმუსმენის უარი კაჩურას ელქტრონული მიმართვების განხილვის და ჟურნალისტების მიმართვებზე და დაავალდებულეს იგი განმეორებით დაბრუნებოდა მოსარჩლის ელექტრონულ მიმართვებს.

დმიტრო კაჩურა დეპუტატებისადმი მიმართვაში აღნიშნავს, რომ მის მიერ რადაში განცხადებების შეტანის მომენტისთვის დენისოვას სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად არაფერი გაუკეთებია. იგი მიიჩნევს, რომ მის მიერ მოყვანილი ფაქტები ობმუდსმენის მიერ ფიცის დარღვევას ადასტურებს და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია.

უკრაინული პრესა მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ ლიუდმილა დენისოვა აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვაში, რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში და მოინახულა სააკაშვილი.

კომენტარები
იტვირთება...