უკრაინის რადას ყოფილი სპიკერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უკრაინის საგამოძიებო სახელმწიფო ბიურომ რადას ყოფილი სპიკერის ანდრეი პარუბის წინააღმდეგ, საარჩევნო უფლების განხორციელების შესაძლო შეფერხების ფაქტზე, სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას Украинские новости ავრცელებს.

20 აგვისტოს, კიევის შევჩენსკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით აღიძრა (საარჩევნო უფლების განხორციელების ხელის შეშლა ან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება, საარჩევნო კომისიის ან რეფერენდუმის კომისიის მუშაობა ან ოფიციალური დამკვირვებლის საქმიანობა). უწყება ბრალდების დეტალებს არ ახმაურებს.
28 აგვისტოს უკრაინელმა ადვოკატმა ანდრეი პორტნოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიურომ პარუბის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აძღრა.
საქმე 2014 წელს ოდესის პროფკავშირების სახლში მომხდარ ფაქტებს ეხება, როდესაც მოძრაობა ანტი – მაიდანის მომხრეებსა და პრო-უკრაინელ აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა. აღნიშნულის შემდეგ, პროფკავშირების სახლში სროლისა და ხანძრის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ასეული დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად