უკრაინის რადამ პრეზიდენტის ბრძანება მობილიზაციის შესახებ დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ, პეტრე პოროშჩენკოს ბრძანება 2015 წელს მობილიზაციის სამეტაპიანი გეგმის შესახებ, დაამტკიცა. გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოს 268 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დასამტკიცებლად 226 ხმა იყო საკმარისი.

პრეზიდენტმა ბრძანებას გუშინ მოაწერა ხელი. მან დეპუტატებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „იმედი მაქვს, რომ უმაღლესი რადა ისეთივე პატრიოტული სულისკვეთების იქნება, როგორც მთლიანად უკრაინის საზოგადოება“ – განაცხადა პეტრე პოროშჩენკომ. 

ბრძანების მიხედვით გაწვევა შეეხება 25-დან 60 წლამდე მამაკაცებს და 25-დან 50 წლამდე ქალებს.

კომენტარები
იტვირთება...